პროექტის სახელი: ,,ეგ ბილიკი ზეცას გაიარს...''
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:ანა კალანდაძის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად პოეტის შემოქმედების წარმოჩენა აუდიტორიისათვის.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან ანა კალანდაძის შემოქმედებით გზას, ფართო აუდიტორიისათვის ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ პოეტურ შედევრებს, რომლებსაც ქმნიდა ქალბატონი ანა თითქმის 60-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, დამსწრე საზოგადოება მოისმენს პოეტის იმთავითვე სიმღერებად ატაცებულ უკვდავ სტრიქონებს,როგორც მონაწილეთა ცოცხალი შესრულებით, ისე მათგან ინტერნეტში მოძიებული ვიდეო მასალით, სხვა ქართველ პოეტთა ლექსებს მიძღვნილს ქალბატონი ანასადმი.
მონაწილეთა ასაკი:14-15 წლის მოზარდები(IX კლასი.)
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კლასისათვის პროექტის თემის გაცნობა, მოსწავლეთა ორგანიზება ჯგუფებად,სათანადო დავალებების განაწილება, მიმდინარე საქმიანობის ანგარიში, კითხვა-პასუხი, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: პირველ რიგში ორიენტირება აღებულია თავად მონაწილე ბავშვებზე, რომლებიც ძიების შედეგად გარკვეულწილად საფუძვლიანად გაეცნობიან ანა კალანდაძის ბიოგრაფიას, მის შემოქმედებით გზას, ზეპირად შეისწავლიან ანას ლექსებს, მის პოეტურ შედევრებზე შექმნილ სიმღერებს.
სარგებელი სხვებისთვის: რამდენადაც დამსწრეთა უმეტესობას მონაწილე ბავშვების თითქმის თანატოლები შეადგენენ, ამიტომ ისინიც მოისმენენ და გაიგებენ პოეტის შემოქმედებით გზას, მიიღებენ
ესთეტიკურ სიამოვნებას და შესაძლოა, გაუჩნდეთ სურვილი, მსგავს პროექტში თავადაც იმონაწილეონ.
სამუშაო ენა:ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:---
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,ხელოვნება-მუსიკა.
პროექტის ფასილიტატორი:მარინა ბედინაშვილი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: bedinashvilimarina@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: bedinashvilimarina.blogspot.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий